კოლეჯების ასოციაცია
სლოგანი 1 სლოგსნი 2 |

Graphic Design

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.

Web and Mobile Design

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.

E-commerce Design

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.

ჩვენ შესახებ

 საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია 2013 წლის იანვარში შეიქმნა. მის შექმნას წინ უძღოდა რამოდენიმე თვიანი მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ფარგლებში შექმნილი პროფესიული განათლების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ფორმატში მიმდინარეობდა.
    სამუშაო ჯგუფის, ხოლო შემდეგ ასოციაციის შექმნის აუცილებლობა გამოწვეული იყო მრავალი პრობლემის არსებობით, რომელთან გამკლავებაც მიუხედავად გარკვეული მცდელობისა, ცალკეული კოლეჯები საკუთარი ძალებით ვერ ახერხებდნენ. მათ შორის უპირველესი იყო კერძო კოლეჯების ჩართულობის აუცილებლობა ხელისუფლებასთან დიალოგში, ხოლო შემდეგ, ეტაპობრივად ცალკეული პრობლემების გადაჭრის გზების ძიება და მათი განხილვა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ხელისუფლების ორგანოებთან.
    პოსტსაბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული  2010 წლამდე  სრულიად განადგურდა  პროფესიული განათლების საბჭოთა სისტემა და  მატერიალური ბაზა. საჭირო იყო ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის სისტემისა და პროფესიული სასწავლო ბაზის შექმნა, რაც იმ პერიოდში ურთულეს ამოცანას წარმოადგენდა.
    საქართველოს განათლების სისტემის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ  მწირი რესურსების მიუხედავად დაიწყო და მიზანმიმართულად გადაიდგა პროფესიული განათლების აღორძინებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები.ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო, დარგობრივი და პროფესიული სტანდარტები,  კერძო სექტორის ჩართულობა პროფესიულ განათლებაში იყო საწყისი ეტაპის გადასალახი ამოცანა და ამ ამოცანის შესრულებაში კერძო პროფესიულმა დაწესებულებებმა აქტიური და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.
   2011 წლის ბოლოსათვის ქვეყანაში ფუნქციონირებდა 70-ზე მეტი ავტორიზებული კერძო პროვაიდერი და 26 საჯარო სამართლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. 2012 წლიდან კი აქტიურად დაიწყო პროფესიული განათლების რეფორმირების პროცესი, რაც ფაქტობრივად უკავშირდება კერძო კოლეჯების ასოციაციის შექმნის პერიოდს და დიდი ენთუზიაზმითა და პროფესიონალიზმით 10 წლის მანძილზე წარმოადგენდა ერთ-ერთ, პროფესიული ნიშნით გაერთიანებულ გუნდს, რომლის ენთუზიაზმის დიდი ნაწილი სხვადასხვა უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროექტების, ქართველი და უცხოელი ექსპერტების თანადგომის შედეგია.

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრები

© 2024